сообщить об ошибке
Радио Рекомендации

Биография Hamlet Gonashvili

ПрофильПрофиль

БиографияБиография

Фото (0)Фото (0)

Клипы (0)Клипы (0)

Дискография (0)Дискография (0)

Концерты (0)Концерты (0)

В блогах (0)В блогах (0)

Похожие (51)Похожие (51)

Грузинский фольклор (Гамлет Гонашвили)
Гамлет Гонашвили считался глубоким и большим голосом Грузии. Он был выдающимся солистом, влиятельным учителем и блестящим исполнителем традиционной музыки Грузии. Родившийся в восточной части страны. Он прекрасно знал традиции и обычаи исполнения народных песен, из грузинских регионов Картли и Кахети. Он сыграл важную роль в знаменитом хоре ансамбля Рустави! Это был - первый хор в Грузии, которые включили в свою программу многие народные песни из всех регионов страны. По случайности, при сборе урожая,он упал с яблочного дерева, и трагически скончался в 1985. С его творчеством знакомы очень многие люди во всём мире. Его голос не раз поражал многих слушателей. Бульшую часть в своём творчестве, он посвятил, грузинскому народному многоголосью.

--------------------------------------------------------------------------------
დაიბადა 1928 წლის 23 ივნისს (родился 23 июня 1928г.) დედა-მარიამ (მარგო) კაცელაშვილი პროფესიით პედაგოგი. მამა-დიმიტრი გონაშვილი, წარმოშობით მირზაანელი, შემდეგ ანაგაში ცოლის მამულში დასახლებული. 1937 წლამდე სიღნაღში მასწავლებლობდა, შემდეგ კი ოჯახით ცხინვალში გადავიდა. იქაურ ინსტიტუტში განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი არის მრავალი მხატვრული ნარკვევის, ზღაპრის და საბავშვო მოთხრობის ავტორი. ჰამლეტის პირველი ჰანგები “ირემო მთასა მყვირალო” იყო. ჰამლეტი მესამე კლასამდე სიღნაღში ცხოვრობდა, მეშვიდე კლასამდე კი ცხინვალში, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პარალელურად, მუსიკალური სკოლის ვიოლანჩელოს კლასში ნიჭითა და სიბეჯითით ყველასაგან გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა. 1941 წლიდან (სამამულო ომის გამო, გაჭირვებული ცხოვრების გამო) იძულებული გახდა დედასთან და დასთან ერთად ანაგაში ჩამოსულიყო. ანაგის სკოლა ამაყობს, რომ “საქ-ს ბულბული” ორი წლის განმავლობაში მის დერეფნებში დაჰქროდა. მას მართლაც საოცარი ხმა ჰქონდა, უცნაურად მადლმოსილი. როცა სცენაზე იდგა უზადოდ ჩაცმული, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და მღეროდა ღვთაებრივ ჰანგებს, მის გარშემო სხვა არაფერი არსებობდა. მთელი სამყარო ყურს უგდებდა, უფრო მეტიც, იგი ხელახლა იბადებოდა, იდუმალებასა და სისუფთავესთან ერთად თან მოჰქონდა ისტორიის სევდა, წარსული გამარჯვება თუ მარცხი ერისა, საბრძოლო დიდება, გლეხკაცის დუხჭირი ცხოვრების ამსახველი ტკივილი თუ შრომის სიხარული, ობოლი მწყემსის ფიქრები დაგვიანებულ ლაშქარს რომ ელოდება და თან ბრძოლისკენ მიუძღვის გული, ნაზი და ამავდროულად სევდიანი სატრფიალო სიმღერები. შეჯიბრის ჟინი გარე კახური საჭიდაოთი გადმოცემული, საიდანაც საოცარი სილაღე და სიხარული მოისმის. საბრძოლო მოწოდება და შემართება სიმღერაში ,,ქართველო, ხელი ხმალს იკარ”-ო გაცოცხლებული. მსმენელს არასოდეს დაავიწყდება დარდიანი ტკივილით სავსე ,,გაფრინდი, შავო მერცხალო”, ალაზნისპირების მარადიული სევდა და ტკივილი და არც ის სახლი, სადაც დაიბადა დიდი მომღერალი. ანაგის ხევს შემორჩა ნანგრევები, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის სახელს ატარებს. ამ ნანგრევებს თავზე გუმბათივით ადგას უსაზღვრო, ლურჯი ცა, მაღლიდან ცივ-გომბორის მთები გადმოჰყურებს. წინ კი გაშლილა ალაზნის ველი, რომლის მიღმა მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები. თვალს მწვერვალები იტაცებს, მასაც გალაქტიონივით შეეძლო ეთქვა: ,,და ვკითხულობდი, ვოცნებობდი, ვმღერდი თუ ვწერდი, მსდევდნენ, მეძახდნენ, მიზიდავდნენ ის მწვერვალები”. ამბობენ: თურმე ბავშვობაში საათობით ყურს უგდებდა ფრინველთა გალობას, ნატიფი ქართული ორნამენტების გამოყვანაც შეუსწავლია, წინაპართა უმდიდრესი სასიმღერო მემკვიდრეობა გაუათავისებია. ამ გარემოში ეზიარა სამყაროს იდუმალ მუსიკას, აქვე ისმენდა გუთნისდედის სევდიან ოროველასა და ურმულს. ხალხის წიაღში, ხომ უამრავი ნიჭიერი მომღერალი არსებობდა. მათგან ითვისებდა ჯადოსნურ ხმებს, თავადაც ხალხის წიაღიდან მოდიოდა და თან მოჰქონდა საუკუნეების განმავლობაში გამოტირებული და გადარჩენილი ქართული სიმღერა. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტმა სწორედ ხალხური სიმღერითა და უჩვეულო ხმით მიიქცია ყურადღება. არ იყო მაშინ პოპულარული ქართული ხალხური სიმღერები. მისთვის მიხეილ კვესელავას ურჩევია მთელი სერიოზულობით მოჰკიდებოდა თავის იშვიათ ხმასა და ნიჭს და თავიდან მოეშორებინა მსახიობობაზე ოცნება. მიხეილ კვესელავა იყო მისი ნიჭის პირველი აღმომჩენი და დამლოცველი. მას შემდეგ წლები გაივლის და ჰამლეტ გონაშვილი კვლავ დაუბრუნდება სცენას, როგორც სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, ხოლო მოგვიანებით, ვოკალურ ანსაბლ “რუსთავის” ვარსკვლავი. მას შემდეგ არაერთხელ გაუოცებია ქართველი თუ უცხოელი მსმენელი. ესპანეთში, ფოლკლორული ანსამბლების მსოფლიო ფესტივალზე, სასტუმროში, გვიან ღამით ასულან შოტლანდიური ანსამბლის წევრები, თურმე ყელზე ხელს უსვამდნენ, ეფერებოდნენ, მთელი ღამე ამღერებდნენ და ჯადოსნური ჰანგებით ტკბებოდნენ. ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს აუწყებდა ქართული სულის მრავალფეროვნებას, იდუმალებასა და სევდას, ტრაგიკულ ხვედრს იმ ერისას, დიდი კულტურული წარსულის მიუხედავად, რომლის უტყუარი დადასტურება მისი სიმღერა გახლდათ, ვერაფრით რომ ვერ დადგა ,,ერად სხვა ერთა შორის”. ტრაგიკული იყო თავად მომღერლის ხვედრიც. ბრმა შემთხვევამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე, თუმცა მან თავისი სიმღერით დათრგუნა სიკვდილი, მარადისობას აზიარა ქართველი ერი და თავადაც უკვდავების ბინადარი შეიქმნა. მაგრამ სიმღერა არ შეწყვეტილა. . . ანაგის შემოგარენს სამუდამოდ შემორჩა მისი სევდიანი ,,შენ ბიჭო ანაგურელო”. погиб трагически, упав с дерева и напоровшись на лом внизу.


  Редактировать биографию  
Последнее изменение: gella5
12.04.2013

 
Hamlet Gonashvili
Год основанияДобавить
Страна – Грузия
Жанры – Folk
СтилиДобавить
Посетителей на сайте 1894